Frogtoon Musik

Künstlerbiographie Soft Eject

ისტორია SOFT EJECT ჩამოყალიბდა 1989 წელს . პირველი კონცერტი _ 1990 წელს ბათუმის როკფესტივალზე . პირველი რადიოინტერვიუ _ 1990 წელს . პირველი სატელევიზიო გამოსვლა _ 1992. 1992-1995 SOFT EJECT მუშაობს გერმანიაში ახორციელებს ათამდე საკონცერტო ტურს და გამოსცემს 4 მაგნიტოალბომს "Everybody" - 1993 "Something New" - 1994 "Now!" - 1995 "Collection" – 1995 1995 ჯგუფი თბილისში იღებს თავის პირველ ვიდეოკლიპს სიმღერაზე "Please Just Carry On" რომელიც დღემდე დიდი სიხშირით გადაიცემა სხვადასხვა ტელეარხებზე ჯგუფის სხვა ვიდეოკლიპებთან ერთად . 1996 SOFT EJECT თბილისში აყალიბებს საკუთარ სტუდიას SE Studio. 1996-2000 ჯგუფი საკუთარ სტუდიაში მუშაობს ახალ ექსპერიმენტულ პროექტებზე სადაც ერთმანეთს ერწყმის როკი ფოლკი და კლასიკა . ექსპერიმენტის შედეგები წარმატებით Y წარმოჩინდა 2000 წელს თბილისის გიტარ - ფესტივალზე . ამავე დროს ჯგუფი ძალიან ინტენსიურად მუშაობს სცენაზე და ჩამწერ სტუდიებშიც . 2000 ჯგუფი მონაწილეობას იღებს ფესტივალში “ მხიარული მატარებელი ”. 2000 გამოდის ჯგუფის ალბომი "WANDERER". 2000 SOFT EJECT ატარებს წარმატებულ კონცერტს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2000 მაყურებლის წინაშე . კონცერტი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცა მთელ საქართველოზე და ამავე დროს ინტერნეტშიც . 2002 გამოდის რეჟისორ ნინო დალაქიშვილის ფილმი “ SOFT EJECT – მოხეტიალე ”. სექტემბერი 2004 ჯგუფი ახორციელებს თავის პირველ ვიზიტს ინგლისში სადაც მონაწილეობას იღებს მანჩესტერის “In The City” ფესტივალის ფარგლებში გამართულ ქართულ საღამოში სამ სხვა ქართულ ჯგუფთან ერთად . დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ Www.G1mpstar.Com . ამას გარდა Soft Eject ატარებს კონცერტებს მანჩესტერისა და ლივერპულის სხვადასხვა კლუბებში . 2002 გამოდის ჯგუფის ახალი საინტერესო ინსტრუმენტული ალბომი "NINE MOUNTAINS AWAY" “ ცხრა მთას იქით ” . 2003 ჯგუფი ახორციელებს მეორე ტურს ინგლისში სადაც ატარებს 19 კონცერტს 22 დღეში . 2003 ჯგუფი მუშაობს ახალ ალბომზე Caucasus Dances “ კავკასიური ცეკვები ” . 2003 Soft Eject აორგანიზებს და მონაწილეობს პროექტში “ მიეხმარე მომავალს ” რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ინტენსიურ ტურნეს საქართველოს რეგიონებში რამდენიმე მოწინავე ქართულ ჯგუფთან ერთად . 1 ნოემბერი 2003 პროექტის “ მიეხმარე მომავალს ” დასკვნითი კონცერტი თბილისში ვაკის პარკში 50 000 მაყურებლის წინაშე . კონცერტი ტრანსლირებულ იქნა ყველა ტელეარხის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით .
ნოემბერი 2003 Soft Eject აქტიურად მონაწილეობს ვარდების რევოლუციაში სადაც რამდენიმე სხვა ჯგუფთან ერთად მხარს უჭერს დემონსტრანტებს და ატარებს კონცერტებს წვიმიან ღამეებში . ამის შედეგად Soft Eject - ს სხვა ჯგუფებთან ერთად ხალხი “ წვიმის მუსიკოსებს ” არქმევს . 24 ნოემბერი ჯგუფი აორგანიზებს და მონაწილეობს პარლამენტის წინ ჩატარებულ საზეიმო კონცერტში რომელიც “ ვარდების რევოლუციის ” გამარჯვებას ეძღვნება . ახალი წლის ღამე 2004 საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ თბილისში რესპუბლიკის მოედანზე . 2004 ინტენსიური ტურნე საქართველოს რეგიონებში . მაისი 2004 ჯგუფი აორგანიზებს და მონაწილეობს ბათუმის სტადიონზე 100 000 მაყურებლისთვის გამართულ კონცერტში რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთელი საქართველოს მასშტაბით . 2004 წარმატებული გამოსვლა საქართველოს ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე “არტგენი”. 2004 Soft Eject აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა რადიო და ტელეგადაცემებში .

50 Top-Musiktitel für Soft Eject - Frogtoon Musik

50 Top-Musikttext für Soft Eject - Frogtoon Musik

START SOFT EJECT
BELIEBT TRACKS MIXE ALBEN
Video 1 : 50
Share
Max